დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, „როსგვარდიის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ბიზნესმენები პიოტრ ავენი, მიხეილ ფრიდმანი და გერმან ხანი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენდირექტორი კონსტანტინე ერნსტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.
ამასთან, სანქციები დაუწესდათ საჯარო მოხელეებს, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს.
ასევე წაიკითხეთ:
ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა
რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters