Reuters-ის ინფორმაციით, რუსი მილიარდერების კუთვნილი დაახლოებით 5 სუპერიახტა სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ. საზღვაო გადაზიდვების მონაცემთა ბაზის MarineTraffic-ის მიხედვით, სუპერიახტა Clio, რომელიც ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელს ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის, ოთხშაბათს მალდივების უდიდეს ქალაქ მალესთან გამოჩნდა.
ამასთან, Forbes-ი იტყობინება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ დააკავა, რომლის ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს.
გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მედიასთან არ კონტაქტობენ არც უსმანოვის წარმომადგენლები.
ვაშინგტონმა სანქციები დერიპასკას და სხვა გავლენიან რუსებს 2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი კავშირების გამო დაუწესა, 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ, რასაც მოსკოვი უარყოფს.