სამშაბათს თეთრმა სახლმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის საპასუხო სანქციებზე აშშ-ის ოფიციალური პირების მიმართ და განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „უნებლიედ“ დაუწესა სანქციები ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას აშშ-ის პრეზიდენტის სახელის მართლწერიდან - „უმცროსის“ გამოტოვებით.
„სანქციების შესახებ რუსეთის განცხადებაში გამოტოვებულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი „უმცროსია“ და „შესაძლოა, სანქციები მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს“. „არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობას რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს რუსეთში საბანკო ანგარიშები. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთმა 15 მარტს განაცხადა, რომ ბაიდენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, CIA-ს დირექტორ უილიამ ბერნს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს, თეთრი სახლის პრეს-მდივანს ჯენ ფსაკის და რამდენიმე სხვა ამერიკელ ოფიციალურს შავ სიაში შეიყვანეს და რუსეთში შესვლას აუკრძალავს.