BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორს უგურ შაჰინს გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ვაქცინიდან რა პერიოდის შემდეგ შეძლებდა მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
მისი თქმით, „ახალი განმარტებაა საჭირო სიტყვა - „ნორმალურისთვის“.
„ვირუსი ჩვენთან იქნება მომავალი 10 წლის განმავლობაში. უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ კვლავ იქნება ეპიდაფეთქებები. თუმცა ახალი ნორმა იქნება - ბიზნესები არ ჩაიკეტება, მოსახლეობა სრულ კარანტინში არ გადავა და საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება“, - განაცხადა შაჰინმა.