ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს: თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია

„თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია, ამას ძალიან ვაფასებთ“, უკრაინაში ვიზიტით ჩასულ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ სიტყვებით შეხვდა.

„სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი.


ამავე თემაზე

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან