2021 წელს თავდაცვის სამინისტრო ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო, სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“ შეიძენს.
ინფორმაციას სამინისტრო ფეისბუქგვერდზე ასაჯაროებს.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა, რომელიც მისი თქმით, კიდევ უფრო განამტკიცებს თავდაცვის სისტემასა და ქვეყნის უსაფრთხოებას.