საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის - 12.39% ხოლო 7 დღის - 9.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 518, აჭარაში - 67, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 43, იმერეთში - 52. 29 921 ადამიანი სახლში მკურნალობს.