"ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში. შეიძლება, აქ საშიში იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ კიდევ არ არის დახურული რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები არ მიგვიღია, მაგრამ მსოფლიოში ყველა ადამიანის ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენაა მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთანაა, მადლიერებას მიიღებს, არა მარტო ჩვენს მადლიერებას, არამედ სხვა ერებისაც", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ: