ამირან გამყრელიძე: წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან

წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი იგივე მაღაზიებში, რომ გაიხსნება. არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული რომ ჩვენ მაქსიმალურად იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ზეწოლა და მივცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა.

„რა თქმა უნდა, ამ ოდნავ შემსუბუქების პირობებში ჩვენ გვექნება ზრდის გარკვეული ტენდენცია ისევ, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე, რათა ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ მეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.