უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს მიმართა. ზელენსკიმ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის შესახებ მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა.
- „ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფალნი. რუსეთმა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს კი არ შეუტია, ის სასტიკი შეტევაზე გადავიდა ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, ვიცხოროთ თავისუფლად. „რუსეთი არამარტო ჩვენ დაგვესხა თავს, არამედ შეუტია ჩვენს ღირებულებებსაც, ისინი ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას ებრძვიან, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ“.
ამერიკელი კონგრესმენები ზელენსკის ისტორიულ მიმართვისას ფეხზე წამოდგნენ და მას ტაშით შეხვდნენ.