იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს

„ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს მათ ახლავე დაუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სრულიად ახალი უსაფრთხოების რეალობის წინაშე ვდგავართ, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს უკრაინელ მოსახლეობაზე. ეს დამღუპველია მათთვის, მაგრამ ასევე მეტ ზეწოლას ახდენს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები, არ არიან ევროკავშირის წევრები, ისინი არიან რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნები და საქართველოც ერთ-ერთი მათგანია. შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მან განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე დგას გამოწვევები, როგორც ქვეყნის, რომელმაც უკვე გამოსცადა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში.

  • ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს, მათ ახლავე დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხვდებით, რომ ჩვენ შეგვეძლო, კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის.

 

  • ვფიქრობ, საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა, უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და ამიტომ, მოვუწოდებ NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს და ეს იყო გზავნილი ასევე მოკავშირეთა ლიდერების დღევანდელ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით.

„NATO ამ კრიზისს სწრაფად და ერთიანობით პასუხობს“, - აღნიშნა სტოლტებერგმა. 


ასევე წაიკითხეთ

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს

თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა