გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
“3 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა უკვე დატოვა თავისი ქვეყანა. უკრაინელ ხალხს უკიდურესად სჭირდება მშვიდობა და მსოფლიოს გარშემო ხალხი ამას ითხოვს. რუსეთმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - განაცხადა გუტიერესმა.