აშშ-ში ჩინეთის ელჩი ქინ განგი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისას იქ 6 000 ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ჩინეთისთვის უკრაინაში ომი არახელსაყრელია, რადგან ის უკრაინისა და რუსეთის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: განცხადებები, რომ ჩინეთმა იცოდა, დუმდა და ტაქტიკურად მხარს უჭერდა ამ ომს წმინდა დეზინფორმაციაა. ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ბრალი დასდონ და ტალახი ესროლონ ჩინეთს.
უკრაინაში ჩინეთის 6 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინეთი ორივე ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჩინეთისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ჩინეთს რომ სცოდნოდა გარდაუვალ კრიზისზე ჩვენ ყველაფერს ვცდიდით რომ ის აგვერიდებინა", - განაცხადა განგმა.
ასევე წაიკითხეთ: