ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფანს სიანჟუნიმ განაცხადა.
„ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით. მზად ვართ, დაგეხმაროთ განვითარებაში. სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, პასუხისმგებლობით მოვიქცევით. ვნახეთ, რამდენად დიდია თქვენი ერის ერთიანობა, რაც თქვენი სიძლიერეა. ჩინეთი მუდმივად იქნება უკრაინისთვის კარგი ძალა ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით და პატივს სცემს იმ გზას, რასაც უკრაინა აირჩევს.“, – განაცხადა ელჩმა.
კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს