მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს

დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოცხადების შემდეგ და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს და საკითხის დიპლომატიურად გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მოლდოვამ ცხადყო, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველაფერში, რაც დნესტრისპირეთის კონფლიქტს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას და საბრძოლო მასალის უტილიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვიყენებთ დიპლომატიურ გზებს,“- განაცხადა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.

ასევე წაიკითხეთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა