საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა.

დეფაქტო რეჟიმმა ის ქართულ მხარეს უკვე გადმოსცა. სუსის ანალიტიკური სამსახურის ინფორმაციით, მირიან თაზიაშვილის გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგად მოხდა.

მირიან თაზიაშვილი სოფელ ზარდიაანთკართან 20 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის. ე.წ სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.