მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პრემიერო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ამ ორმხრივი, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება, მაგრამ ვიცით, რომ შეიძლება იყოს უკეთესი, განვითარდეს უკეთესად და უფრო სწრაფი ტემპით, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა. ჩვენ, ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ კრემლში ჯერ ეს არ ესმით და ის აგრესია, რომელიც გამოხატულია საქართველოს, უკრაინის მიმართ და ევროკავშირის, ესაა ძირითადი პოლიტიკა, რომელსაც ახლა რუსეთი ამჟღავნებს. ამიტომ გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მორავეცკმა.

ასევე წაიკითხეთ:

მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის