შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ 72 ძებნილი დააკავა დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ, 37 ძებნილი დაკავებულია 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.
„დავაკავეთ 2013 წლის შემდეგ ძებნილები, 10 წლის ძებნილები, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს დანაშაული, მათ შორის არის პოლიციელის მკვლელობა, პოლიციელის მძევლად აყვანა და წაყვანა თავის მანქანიანად, დედა-შვილის მკვლელობა, ორი ადამიანის ცოცხლად დაწვა და ა.შ. 72 ძებნილი დავაკავეთ დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ. 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკავებულია 37 ძებნილი, რომლებმაც 15 წლის წინ ჩაიდინეს დანაშაული. 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. 27-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია პირი 1992 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო, 2019 წელს დავიჭირეთ ესეც. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც ჩემს წინა კოლეგებს, შემიძლია, სათითაოდ მოგახსენოთ, რომ არ უნდოდათ, იგივე, პოლიციელის მკვლელის დაჭერა. ვინც არ უნდა იყოს, როგორი ხელმძღვანელიც არ უნდა იყოს, არ არსებობს ასეთი რაღაც, რომ შს მინისტრს, მოადგილეებს და პოლიციელებს ამ ადამიანების დაჭერა არ უნდოდათ, რომლებიც მერე ჩვენ დავიჭირეთ 12-14 წლის შემდეგ. არის პრობლემა, მესმის, ვმუშაობთ, წელიწად-ნახევარი კი ბევრია, მაგრამ შესაძლოა, დავიჭიროთ ან ვერა. მე რომ ვთქვა, რამდენ ხანში დავიჭერ, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ასევე წაიკითხეთ: