იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ სურს მშვიდობა და უკრაინაში ომის შესაჩერებლად, ამიტომ შესაძლოა, დამატებითი სანქციები გახდეს საჭირო“,- ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Ansa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„დღეს ყველა ვეძებთ მშვიდობას, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტ პუტინს ეს არ სურს“, - განაცხდა დრაგიმ

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები აისახება იტალიაზეც, მაგრამ ხელისუფლება სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა. 

„ამ ვითარების გამო პრობლემები შეიქმნა ბენზინის, დიზელის საწვავის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და საკვები პროდუქტების მიწოდების სეგმენტში. თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები სამართლიანია და შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუ ამას განვითარებული პროცესები მოითხოვს. ხელისუფლება მზადაა, დაეხმაროს მეწარმეებსა და მათ ოჯახებს“, - აღნიშნა დრაგიმ

მანამდე იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული დრამატული თეატრის შენობა აღადგინოს. 


ცნობისათვის, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა.


ასევე წაიკითხეთ 

ევროკავშირმა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა