ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი კორონავირუსის ახალი შტამზე მსჯელობისთვის შეიკრიბება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი კორონავირუსის ახალი შტამის საკითხის განსახილველად შეხვედრას გამართავს.

ამის შესახებ ჯანდცავის მფოლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. კლუგეს თქმით, შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ვიდრე არ გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია, მოგზაურობის შეზღუდვები გავრცელების შესაკავებლად გონივრულია. გადაუდებელი აუცილებლობის ტვირთების ტრასპორტირება და მგზავრობა შესაძლებელი უნდა დარჩეს“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა ბბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა.