იტალიამ უკრაინის კრიზისით გამოწვეული პოტენციური დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am იტალიის ინდუსტრიის მინისტრის მოდგილე ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი მიზანია რომ ჩავერიოთ და ავკრძალოთ პროდუქტების მცირე ჩამონათვალის ექსპორტი, რომელიც იტალიაში იწარმოება“, - ამის შესახებ ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, რკინის დეფიციტის გამო, შესაძლოა იტალიიდან ჯართის ექსპორტი შეჩერდეს. „ამიტომ არის მოლოდინი, რომ ნედლეულის ექსპორტის აკრძელვის შესახებ, იტალიის ხელისუფლებამ განკარგულება გამოსცეს“, - განაცხადა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიმ.
ასევე წაიკითხეთ
იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა