ემანუელ მაკრონი: სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს

სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს და გავაგრძელებს მათთან საუბარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მაკრონი არ გამორიცხავს კიევში ვიზიტსაც, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელებაა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა. სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს“, - განაცხადა მაკრონმა.

ასევე წაიკითხეთ:

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს