უკრაინული მედია: ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტის რაიონი დაბომბეს

დღეს დილით ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოდა. როგორც უკრაინული მედია, ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტის რაიონი დაბომბეს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე რაკეტა ავიასარემონტო ქარხანას დაეცა.

ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ასევე წაიკითხეთ:

მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს