თეგი: ლვოვი

ლვოვის ოლქში, სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - BBC

დასავლეთ უკრაინაში სამხედრო სასწავლო ბაზაზე რუსული სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა, ამის შესახებ ლვოვის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ცნობებით: სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა კვირას, რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ სამინისტრო ჯერ კიდევ ცდილობს, დაადგინოს, იყო თუ არა რომელიმე უცხოელი ინსტრუქტორი ადგილზე, თავდასხმის დროს. ტრადიციულად, NATO-სთან ერთობლივი წვრთნების ადგილი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში (15 მილზე) მდებარეობს.  რეგიონის გუბერნატორმა მაკსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ობიექტს 30-მდე რაკეტა ესროლეს, ზოგიერთი მათგანი დარტყმამდე მოიგერიეს. „პოლონეთი გმობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტს, მათ შორის იავორივის ბაზის დაბომბვას”, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან. „რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-NATO-ს საზღვართან. უნდა იყოს მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დახურეთ ცა“, - წერს თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი.  ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ლვოვი ოკუპანტებმა პირველად დაბომბეს. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.  

უკრაინული მედია: ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტის რაიონი დაბომბეს

დღეს დილით ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოდა. როგორც უკრაინული მედია, ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტის რაიონი დაბომბეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე რაკეტა ავიასარემონტო ქარხანას დაეცა. ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ასევე წაიკითხეთ: მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს

საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს

საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა სადგურის ტერიტორიაზე 5 რაკეტა ჩააგდეს. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, რომელიც ამ დრომდე დიდწილად უვნებელი იყო ომისგან, 18 აპრილს პირველი მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ტრაგედიაზე BBC წერს. სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა ორშაბათს დილით ადრე მომხდარი თავდასხმისას, განაცხადა ქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ნანგრევებიდან სასწრაფო დახმარების სამსახურების გასვლის შემდეგ. ლვოვი არის ერთგვარი ჰაბი, საიდანაც ათობით ათასი ადამიანი წავიდა მეზობელ პოლონეთში მას შემდეგ, რაც გაუძლო თავდასხმებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი. იური ბარანი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ლვოვის ადგილობრივ ოფისში მუშაობდა. ის ახლახან დაინიშნა და 27 წლის იუბილემდე თვეზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი. დღეს დილით მან და სამმა თანამშრომელმა ოფისში მუშაობის დაწყებამდე ყავის დალევა გადაწყვიტეს. ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:30 საათზე შენობა სარაკეტო იერიშის შემდეგ განდგურდა. მისი მშობლები, ანატოლი და მარია, ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას მას შემდეგ, რაც გაიგეს ლვოვზე თავდასხმების შესახებ. სასწრაფოდ მივიდნენ თავდასხმის ადგილზე, რათა გაეგოთ, ახალგარზდა ბიჭი ცოცხალი იყო თუ მკვდარი. იური მათი ერთადერთი ვაჟი იყო. „ადამიანებს არ შეუძლიათ ასეთი რამის გაკეთება. ისინი ადამიანები არ არიან, ისინი ბარბაროსული დამპყრობლები არიან“, - ამბობს ანატოლი რუსებზე. ამავე თემაზე ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატების ნაწილის ლვოვში დროებით დაბრუნებას ადასტურებს

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საელჩოს გუნდის წევრები სამშაბათს ლვოვში გაემგზავრნენ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. „დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, მომავალში რეგულარულ მოგზაურობამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, კიევში საელჩოს ფუნქციონირების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას, რათა საელჩოების ოპერაციები რაც შეიძლება მალე განახლდეს.  

ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც ხვალ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება.  გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი სამმხრივ შეხვედრას უკრაინისა და თურქეთის ლიდერებთან გამართავს, სადაც „მარცვლეულის შეთანხმების“ შიდა სამუშაოებს განიხილავენ. ანტონიო გუტერეში ასევე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას. შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი სტამბოლში ჩავა.  

მერი: ლვოვის 90% ელექტროენერგიის გარეშეა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერის თქმით, შესაძლოა, წყალმომარაგებაც შეწყდეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით იმუშავებენ. ლვოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებულია. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 დეკემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით ახალი მასობრივი შეტევა დაიწყო.

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჯეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანის სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას. „სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან. მადლობელი ვარ ანდჯეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

ლვოვში ძეგლი დაუდგეს 12 წლის ბიჭს, რომელიც მარტოხელა მამისთვის ფილტვის გადანერგვის ოპერაციას რამდენიმე საათი ელოდებოდა

ლვოვის წმინდა პანტელეიმონის საავადმყოფოს ეზოში დადგეს 12 წლის ბიჭის სკულპტურა, რომელიც გადმოსცემს რწმენისა და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ ქცეული ტიმოფეის ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს საოპერაციო დარბაზს 12 წლის ბიჭი მამის ოპერაციის დროს და სჯერა სასწაულის. ეს არის 12 წლის ტიმოფეი ჩერნიშოვის ძეგლი, რომლის მამამ რამდენიმე თვის წინ, ხსენებულ კლინიკაში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. „ჩვენი გუნდი ორ თვეზე მეტ ხანს მუშაობდა ამ კომპოზიციის შესაქმნელად. ტიმოფეის ბევრი ველაპარაკეთ, რათა გადმოგვეტანა ის ემოციები, რაც განიცადა. ჩვენთვის ეს ძალიან განსაკუთრებული პროექტია: ბავშვი უყურებს საოპერაციო დარბაზს და ყველა, ვინც აქ გადის, შთაგონებულია მისი რწმენითა და იმედით“, - თქვა ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის მონუმენტური და დეკორატიული ქანდაკების განყოფილების დოცენტმა,  ალექსანდრე ჰონჩარუკმა. ძეგლის გახსნაზე ტიმოფი ჩერნიშოვი მამასთან ერთად მივიდა, რომელიც მას მარტო ზრდის. სანამ მამა საოპერაციოში იყო, ბავშვი, იმედითა და რწმენით იდგა საოპერაციო ოთახის კარის ქვეშ, დერეფანში.  უკრაინის ისტორიაში მეორე ასეთი ოპერაცია მშობიარობის შემდგომი დონორისგან ჩატარდა. დონორის ორგანო მიიღო მარტოხელა მამამ, რომელსაც ფილტვები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის დროს დაუზიანდა. პირველად უკრაინელმა ექიმებმა ოპერაცია უცხოელი კოლეგების დახმარების გარეშე ჩაატარეს.