საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 623 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 708 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%, ბოლო 14 დღის - 10.19% ხოლო 7 დღის - 6.61%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 924-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 42, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 433, აჭარაში - 69, იმერეთში - 212. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 35, იმერეთში - 43. 28 050 ადამიანი სახლში მკურნალობს.