რიო-დე-ჟანეიროს მერი, მარსელო კრიველა კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მერი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს, ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. კრიველა მეხუთე მაღალჩინოსანია, რომელიც ბრაზილიის მთავრობამ, კორუფციის ბრალდებით დააკავა.
ბრალდების თანახმად, მერის სახელს უკავშირდება რიო-დე-ჟანეიროში ფულის გათეთრების საქმე, რომელიც მოსყიდვის გზებით სახელმწიფო კონტრაქტებს გასცემდა.