ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
„გვქონდა საგნობრივი საუბარი ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის პოზიცია ევროკავშირში უკრაინის მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში იქნება ჩამოყალიბებული“, - წერს ზელენსკი.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა. 3 მარტს განაცხადები ევროკავშირში საქართველომ და მოლდოვამაც შეიტანეს.