საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასი ანოვმა, დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საელჩო არ არის უფლებამოსილი, უკრაინის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლის შესახებ შეკითხვას უპასუხოს.
„კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტულად გიპასუხებთ, უკრაინის საელჩო საქართველოში უფლებამოსილი არ არის, კომენტარი გააკეთოს საქართველოს ხელისუფლების და პოლიტიკოსების მოქმედებებზე. გთხოვთ, ამ შეკითხვით მათ მიმართოთ", - განუცხადა კასიანოვმა ჟურნალისტებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ონლაინრეჟიმში სიტყვით გამოსვლისთვის მოწვევა სურთ პარტია „ლელოს“, ასევე „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ამ ინიციატივას არ იზიარებს.
„მათ უნდათ, საბოლოო ჯამში მიიღონ ისტერია. მთელი საკითხი ესაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს პიარზე, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საქმეში ვიყოთ ჩართულები. ჩვენ პიარზე კი არ ვფიქრობთ, ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ