„საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 14 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებიც ქვეყანაში 24 თებერვლამდე და მას შემდეგ შემოვიდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩევლმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
„რადგან ომი მიმდინარეობს, არ არსებობს ზუსტი რიცხვი მათ [ლტოლვილების] რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან სულ იზრდება ამ ადამიანების მოთხოვნა, რომ უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც მუდმივად განახლებადია, 24 თებერვლამდე და მას შემდეგ 14 000 უკრაინელი ჩამოვიდა.
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას შევძლებთ, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს აქ ყოფნის ოფიციალური შესაძლებლობა მიეცეთ. უღრმესი მადლობა ქართული ოჯახებს, რომლებიც საქართველოში გვღებულობენ, ასეთი თბილი მიღებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მეგობარი გაჭირვებაშია ნამდვილი მეგობარი”, – თქვა კასიანოვმა.
ამასთან, ელჩის მრჩეველის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან 580 ტონა ჰუმანიტარული დახამრება გაიგზავნა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს