საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში საქართველოს ცის გამოყენების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გზავნის დამატებით ძალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
„ესენი არიან სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების გადაყვანა სახმელეთო, კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, რომ ეს იყო მედიის მხრიდან მათდამი მიმართვის საპასუხო განცხადება.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს