ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ მსუბუქ პაციენტზე სახელმწიფო 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტებზე 3000 ლარზე მეტს ხარჯავს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
„COVID19-ის მართვის ბიუჯეტი შეადგენს 239 მილიონ 440 000 ლარს და ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურების ხარჯებს. მსუბუქ პაციენტზე დანახარჯი წარმოადგენს 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტში დანარხარჯი აღემატება 3000 ლარს.
ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება, ჩვენ კი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის გარდა, ასევე გაგვაჩნია სხვა პასუხისმგებლობაც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. ამიტომ ჩვენ მოხდინეთ საწოლების გეგმური მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროების თანმიმდევრულები ვყოფილიყავით,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.