კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის

მსოფლიოს ელექტროტექნის ბაზრის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდების შეჩერების შესახებ აცხადებს. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. 

კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. 

LG Electronics ღრმად შეშფოთებულია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ერთგულია - აცხადებენ კომპანიაში. 

შეგახსენებთ, Samsung-მა პრუდუქციის მიწოდება მიმდინარე თვის დასაწყისში შეაჩერა. ამით ის შეუერთდა კომპანიების მზარდ სიას Apple-დან Microsoft-მდე, რომლებიც აჩერებენ გაყიდვებსა და მომსახურებას ქვეყანაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

ასევე წაიკითხეთ

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის