საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა – MIR-ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.
„კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
6 მარტიდან, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი გახდა რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება.
ასევე წაიკითხეთ
Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ