უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა.
„განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი უბრალოდ, სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს. მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს – რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა