საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 108 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის - 8.47% ხოლო 7 დღის - 5.54%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 507 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663პაციენტი  ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 60, ქვემო ქართლი - 18, შიდა ქართლი - 14, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 899 საიდანაც, 801 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 402, აჭარაში - 63, იმერეთში - 173. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 30, იმერეთში - 35. 26 098 ადამიანი სახლში მკურნალობს.