ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.
მორისონმა თქვა, რომ დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას და ჯავშანჟილეტებს.
„ნათელია, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების საჭიროება რჩება გადაუდებელი და გრძელდება“, - ნათქვამია მორისონის ოფისის განცხადებაში.
ამასთან, სამხედრო დახმარების პაკეტი 15.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შედეგად, ავსტრალიის ჯამური სამხედრო დახმარება 66,3 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ასევე წაიკითხეთ:
მედია: შვეიცარია მზადაა, შუამავლის როლის შესასრულებლად და კიევსა და მოსკოვს შორის