უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჯო ინგლიშმა CNN-ს განუცხადა.
,,თითოეული მათგანი ბავშვია, რომლის ცხოვრებაც დაინგრა, სამყარო თავდაყირა დატრიალდა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, გაეროს ცნობით, მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სულ მცირე 150 ბავშვი დაიღუპა და 160 დაშავდა.
ასევე წაიკითხეთ:
გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: სკოლები დატოვეთ ღია. ბავშვები ვერ მოიცდიან