ესპანეთში სურსათის, ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მადრიდის მერიასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას ითხოვდნენ.
როგორც ცნობილია, აქციების ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი გახდა.