ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას. ვანგ ის თქმით, პეკინის პოზიცია თანხვედრაშია ქვეყნების უმეტესობის სურვილებთან და ამას დრო გამოაჩნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩინეთისთვის არასდროს იქნება მისაღები რაიმე სახის გარე იძულება, ან ზეწოლა და ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ეჭვებს. ჩინეთი ყოველთვის იყო ძალა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს“ - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ვანგის მიერ ჟურნალისტებთან გამართული საუბრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს