შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ზოგიერთი, ალბათ, ჩვენთანაც შემოვა

"რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ზოგიერთი ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ასეთი დრამატიზება აჩვენებს ზოგიერთი ოპონენტის დღის წესრიგს, რაიმენაირად არიონ სიტუაცია", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ესეც სამწუხარო ტალღა არის, რომელიც ძალიან ახლოს დგას ქსენოფობის ზღვარზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სამი მარტიდან მოყოლებული, როდესაც ეს ტალღა აიწია სოცქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით, რა გამოიწვია ამ ტალღამ, შიშების დანერგვამ საზოგადოებაში, თითქოს ახლა საზღვარზე იყო მომწყდარი რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე, რიცხვი 120 000-ც კი ითქვა და თითქოს ამით მოხდებოდა ახლა საქართველოს დაპყრობა და ასე შემდეგ. დაშინება საზოგადოების. ვნახეთ, შედეგი რა იყო, ეს იყო სიძულვილის გამოვლენა, როგორ ვთქვა ახლა, რუსული შესახედაობის მიმართ, მათ შორის, იყო რამდენიმე ფაქტი, ჩვენ რაც მოვისმინეთ, რომ იყო როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური ძალადობის გამოვლენა ადამიანების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.