ანტარქტიდა დღემდე იყო ერთადერთი კონტინენტი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო აღრიცხული, თუმცა ვირუსმა სამხრეთ პოლარულ კონტინენტამდეც მიაღწია. აქ ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ BBC წერს.
ინფიცირებულთა შორის არც ერთი ადგილობრივი არ არის. კოვიდინფექცია კონტინეტზე ჩილედან ჩასულ 26 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც კონტინენტს იკვლევდნენ. მათ შორის 26 ჯარისკაცია.
კოვიდინფიცირებულები უკვე გადაიყვანეს ჩილეს საპორტო ქალაქ პუნტა-არენასში, იზოლაციაში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩილე ლათინო ამერიკის ქვეყანათა რიგებშია, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩილეში სულ კოვიდინფექციის 585 000 შემთხვევაა აღრიცხული.
ანტარქტიდაზე, ზამთრის სეზონზე, სულ 1 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზაფზულში მათი რაოდენობა 5 000-მდე იზრდება.