ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

კრონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

"28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი