საქართველო ერთობლივი სამხედრო საწარმოს შექმნაზე პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველო ერთობლივი სამხედრო საწარმოს შექმნაზე პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, „დელტაში“ კი ბევრი გამოცდილი თანამშრომელი მუშაობს, მაინც საჭიროა მეტი ცოდნის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან და ამ მიმართულებით ერთგვარი გარღვევაც შესაძლებელია, მოხდეს.

„ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები. ვმუშაობთ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ასევე ისრაელთან. არის საინტერესო ინიციატივები. ვგეგმავთ უფრო სერიოზული, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების, ჯავშანტექნიკის წარმოებასაც 2021 წლიდან. შეგვიძლია, ვაწარმოოთ დრონების კარკასი, მაგრამ ტვინი, რომელიც მისი მამოძრავებელია, ჩვენ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ: აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ერთობლივი საწარმოს შექმნა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.