ისრაელის პრემიერ-მინისტრი თანახმაა კიევში ჩავიდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი თანახმაა კიევში ჩავიდეს, თუ უკრაინას და რუსეთს მართლაც სურთ ცეცხლის შეწყვეტა და მისი ვიზიტი შეთანხმების მიღწევას დაეხმარება. ამის შესახებ წერს ისრაელის ინგლისურენოვანი გამოცემა Ynet-ი.

გამოცემის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, მიიღოს შესაბამისი ზომები უახლოეს ხანში, კიევში პრემიერ-მინისტრ ბენეტის ვიზიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, როგორც Ynet-ი წერს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი შიშობს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში პრემიერის ჩასვლა სარისკოა.