შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახალი შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემცირებულია, დადებითობის მაჩვენებელიც 5%-ს არის ჩამოცილებული, რეპროდუქციის ინდექსიც უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს ერთზე დაბალ ნიშნულს. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა დღეს ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 7 შემთხვევა დაფიქსირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურდება, თუმცა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტი რჩება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ასევე წაიკითხეთ: