აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ, სამედიცინო სფეროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს ვაქცინა გაიკეთა
„მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამით ჩვენ ამ ქვეყანაში შევქმნით დაცვის შესაძლებლობას, რაც დაასრულებს პანდემიას“, - განაცხადა ფაუჩიმ.
აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა, ალექს აზარმა, განაცხადა, რომ „ახლა ჩვენ ამ ბნელი პერიოდიდან გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა შეგვიძლია“.