ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ბრალდების გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია ბოგოტაში რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელზე, ალექსანდრე პარისტოვსა და ალექსანდრე ბელოუსოვზე, რომლებიც კოლუმბიაში ორი წლის განმავლობაში იყვნენ და ქალაქ კალიში ინფორმანტების გადაბირებით იყვნენ დაკავებულნი.
სამხედრო დაზვერვის გარდა, რუსი დიპლომატები მინერალური რესურსების ექსპლუატაციის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციითაც ინტერესდებოდნენ. დაუდასტურებელი ცნობებით, რუსმა დიპლომატებმა კოლუმბია უკვე დატოვეს.