საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოვა

მიმდინარე კვირაში საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, Pfizer-ის მიერ შექმნილი - „პაქსლოვიდი“ შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.  

მინისტრის განცხადებით, ეს პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს. „პაქსლოვიდი“ უფასო იქნება ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.

„ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება“,- განაცხადა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID19 დასასრულს უახლოვდება

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება