ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს.

„უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა. უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთში ცხოვრობს.“, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.

ასევე წაიკითხეთ:

იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა