აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება.
„რეისებს კვირაში ერთი სიხშირით ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს. პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებასა და სიხშირეების ზრდაზეავიაკომპანიასთან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
ასევე, სასიამოვნო სიახლეა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეეძლებათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) https://app.euplf.eu/#/, კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.